ქვემო ქართლში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. მაჟორიტარი კანდიდატები კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წალკაში „ქართული ოცნების“ ოფისის პრეზენტაციაზე დაასახელა.
კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები თეთრიწყაროში - მამუკა აბულაძე, წალკაში - აიკ მელტოიანი, გარდაბანში - მამუკა არეშიძე, ბოლნისში - დარეჯან ჩხეტიანი, რუსთავში - ზვიად ძიძიგური, დმანისში კი - პაატა ხიზანიშვილი არიან.
ივანიშვილმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და ადგილობრივთა შეკითხვებს უპასუხა.
წალკაში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი დღეიდან ამოქმედდა.