ცნობილი კანადელი მუსიკოსი ბრაიან ადამსი, რომელმაც ცოტა ხნის, წინ მოსკოვში კონცერტი გამართა, ახლა მას განსხვავებული ამპლუით ესტუმრება და ქალაქის არტ-ხელოვნების მუზეუმში პერსონალურ ფოტოგამოფენას გამართვს.
ცოტამ თუ იცის, რომ მუსიკალური კარიერის პარალელურად ადამსი ხელოვნების, კერძოდ ფოტოგრაფიის სფეროშიც ძალიან წარმატებულია. მისი ნამუშევრები ამშვენებენ ისეთ ჟურნალებს როგორებიც არიან: Vogue, Harper's Bazaar, Esquire, Interview Magazine და ა.შ. გარდა ამისა ბრაიან ადამსი გამოსცემს ჟურნალს მოდასა და ხელოვნებაზე, სახელწოდებით Zoo Magazine, რომლისთვისაც გასულ თვეში, თავად მოამზადა გარეკანი, მომღერალ ლანა დელ რეის ფოტოსურათით.
ადამსის ობიექტივში ხვდებიან, როგორც თავის კოლეგა მომღერლები და მსახიობები, ასევე გადაღებული ჰყავს ბრიტანეთის მონარქის ოჯახიც.
2002 წელს, ადამსმა ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბედ II, ოქოს იუბილეს ფარგლებში გადაიღო, ამ ერთ-ერთი ფოტო ამ ფოტოსესიიდან ორი წლის შემდეგ, კანადის საფოსტო მარკებზე გამოჩნდა. ადამსის კიდევ ერთი, ელიზაბეტისა და მისი მეუღლის, პრინც ფილიპის პორტრეტული ფოტო, ამჟამად ლონდონის პორტრეტების ეროვნულ გალერეაში ინახება.
ყველაფერ ამასთან ერთად, ადამსი არა მხოლოდ ხელოვანია, არამედ ქველმოქმედიც. გაყიდვაშია მისი ორი წიგნი -„დამზადებული კანადაში“ (1999წ ) და „ამერიკელი ქალბატონი“ (2005 წ) ეს უკანასკნელი ძუძუს კიბოს მეცნიერულ კვლევებზეა, რომლითაც მუსიკოსის მეგობარი დონნა გარდაიცვალა.
მოსკოვამდე ადამსმა იგივე ფოტოგამოფენა ლონდონის სამეფო მუზეუმში წარადგინა.