ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „ეროვნული ფორუმის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების გამოკითხვა, პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შემოწმებას აგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში. შესაბამისად, მათი თქმით, გამოკითხვის მეორე ეტაპზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაცის წარმოდგენის მიზნით 29 პირია მოწვეული.