პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და ადვოკატი არჩილ კბილაშვილი სს „ქართუ ჯგუფის“ უცხოური მეწილეების განცხადებას და ხელისუფლებისადმი მოწოდებას „ქართუ ჯგუფის“ აქციების აუქციონზე გატანა შეწყვიტოს, მნიშვნელოვნად აფასებს, თუმცა ხელისუფლებისგან რაიმე ადექვატური ნაბიჯის გადადმას არ ელოდება.
კბილაშვილის განცხადებით, აღნიშნულზე ხელისუფლების რეაქცია ნული იქნება, რადგან მისი თქმით, ყოველივე ეს, რაც „ქართუ ჯგუფის“ უცხოელი მეწილეების ადვოკატებისგან ითქვა, არაერთხელ კოალიციის წარმომადგენლებსაც განუცხადებიათ.
„ეს ყველაფერი ხელისუფლებამ იცის, მაგრამ სამართლებრივად არ მოქმედებს. აქედან გამომდინარე, არავითარი მოლოდინი არ გვაქვს იმისა, რომ რაიმე შეიცვლება“, - განაცხადა კბილაშვილმა.
რაც შეეხება, „ქართუ ჯგუფის“ უცხოელი მეწილეების ადვოკატების განცხადებას, რომ თუ ხელისუფლება იძულებითი აუქციონის გზით მაინც გაასხვისებს „ქართუ ჯგუფის“ აქციებს, მაშინ ეს უცხოელი ინვესტიციების ექსპროპრიაციად შეფასდება და უცხოელი ინვესტორები და კომპანიები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივ დავას დაიწყებენ, კბილაშვილი აცხადებს, რომ როცა უკანონობა ხდება, ის უფლებადარღვეული პირისთვის და უცხოური ინვესტორებისათვის აუცილებლად წარმატებით დამთავრება.
„ვფიქრობ, რომ ეს საქმე უფლებადარღვეული პირის სასარგებლოდ, წარმატებით დასრულდება. რაც შეეეხება ქვეყნის იმიჯს, რა თქმა უნდა, კარგი არაა, როცა ქვეყნის მიმართ, საინვესტიციო უფლებების დაღვევასთან დაკავშირებით პრეტენზიები შედის“, - განაცხადა კბილაშვილმა.