კრასნოდარის მხარეშ მომხდარმა წყალდიდობამ 170-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს რუსეთში გლოვის დღეა გამოცხადებული.
კრასნოდარის მხარის მაცხოვრებლები და რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამდენი მსხვერპლი არა სტიქიურმა უბედურებამ გამოიწვია, არამედ ხელისუფლების ბრძანებამ გაეხსნათ ნებერჯაევსკის წყალსაცავი, რათა ნოვოროსიისკი გადაერჩინათ, სამაგიროდ გაწირეს კრიმსკი და კრასნოდარის სხვა ქალაქები.
როგორც კრიმსკის მაცხოვრებლები ჰყვებიან, ქალაქში მოვარდნილმა წყალმა მთლიანად დაფარა ერთსართულიანი სახლები, წყალს კი ქუჩებში ავტომანქანები, საყოფაცხოვრებო ნივთები, დამხვრჩვალი ადამიანები და მოგლეჯილი ხეები მოჰქონდა.ქალაქში მხოლოდ ადმინისტრაციული შენობა და კინოთეატრი გადარჩა, რომელიც ქალაქის შემარლებულ ადგილას, გორაზე დგას.
შემთხვევის ადგილი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მხარის გუნბერნატორმა ალექსანდრე ტკაჩევმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.