ტოკიოში ჩატარებული სპეციალური პრესკონფერენციის შედეგად, რომელსაც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გადაწყდა, რომ ავღანეთი საერთაშორისო დახმარების ფონდიდან 16 მილიარდ დოლარს მიიღებს. კონფერენცია ავღანეთიდან 2014 წელს ნატოს ჯარების გამოყვანას და ქვეყნის შემდგომ დამოუკიდებელ განვითარებას მიეძღვანა.
გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებით, ავღანეთს ისტორიული მომენტი დაუდგა. „ დადგა მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტი ავღანეთის ცხოვრებაში. ქვეყანა საერთაშორისო დახმარებიდან დამოუკიდებელ განვითარებაზე გადადის“,-განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
თავის მხრივ ავღანეთის პრეზიდენტის ჰამირ კარზაის განცხადებით, ავღანეთი პირობას დებს, რომ გააგრძელებს კორუფციასთან ბრძოლას, განავითარებს დემოკრატიულ ღირებულებებს ქვეყანაში, დაიცავს მოქალაქეების ღირსებასა და უფლებებს.