როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება არა მარტო „ ქართული პოლიციის წარმატებულ პროექტს“, არამედ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იდეებსაც ითვისებს.
სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ რუსეთის პრეზიდენტს პარლამენტის მოსკოვის ცენტრიდან ქალაქგარეთ, ე.წ „სადავოე კოლცო“ ტერიტორიაზე გადატანის ახალი პროექტი წარუდგინეს.
რუსეთის პარლამენტარების გადაწყვეტილებით, ისინი ქალაქის ცენტრს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ იქ გადავა მთელი „სახელისუფლო ქალაქი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ქალაქიდან „გასახლების აზრს“ ვერ ხედავენ.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სახელისუფლო ქალაქის“ „სადოვოე კოლცოდან“ ხუთი კილომეტრის მოშორებით გადატანა ხელისუფლებას არაფერი დაუჯდება. იქ არსებული მიწები სენატორ ვადიმ მოშკოვიჩს ეკუთვნის, რომელიც ალბათ უბრალოდ აჩუქებს სახელმწიფოს მიწებს. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი მოსკოვის ცენტრიდან გადასვლას არ აპირებს და „ახალ მოსკოვში“ მხოლოდ აღმასრულებელ და საკანონმდებლო მთავრობებს გაუშვებს.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი წინააღმდეგია ამ იდეის და ზუსტად არავინ იცის, აღმოჩნდება თუ არა საქართველოს პარლამენტის მსგავსად, თბილისიდან ქუთაისში, რუსეთის პარლამენტი ძველი მოსკოვიდან „ახალ მოსკოვში“.