ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველი ოფიციალური შეხვედრა დღეს, მოლდაველ კოლეგა ვლადიმირ ფილატთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
დღესვე, მერაბიშვილი მოლდაველ სტუმარს ლილოში მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონას დათვალიერებინებს, სადაც გაიმართება ორმხრივი ხელშეკრულებების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიაც.
ხელი მოეწერება რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის შეთანხმების პროექტს ,,საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უვიზო მგზავრობის შესახებ"; ასევე, ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში თანამშრომლობის შესახებ"; შეთანხმების პროექტს ,, საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ" და შეთანხმების პროექტს ,,საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ".