ამერიკელმა ქალბატონმა, ლორი. ნ-მ ebay-ს ინტერნეტაუქციონზე უჩვეულო ლოტი, საკუთარი „ოდნავ ნახმარი“ სული გამოიტანა.
ქალმა ასეთი ლოტით ცოტაოდენი ფული მიიღება გადაწყვიტა, მისი საწყისი ღირებულება, მხოლოდ 2,000 დოლარია.
„დავიღალე. ცუდად ვარ. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ზღვარზე ვარ, უკანასკნელ ზღვარზე“-ამბობს განცხადებაში ლორი.
საქმე იმაშია, რომ ამერიკელ ქალბატონს, ხუთი წლის წინ, ავტომანქანა შეეჯახა. უბედური შემთხვევის შედეგად ლორი მძიმედ დაშავდა და სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. ამჟამად ის პარალიზებულია, დაკარგა მხედველობა, მოტეხილი აქვს ფეხები, მენჯის ძვლები და ნეკნები, მძიმედ დაუზიანდა ფილტვი. გარდა ამისა, ჩაუტარდა მკერდის ამპუტაცია და ამ ყველაფერთან ერთად, მას ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები აქვს.
„ნებისმიერ ადამიანს ვაძლევ ჩემი სულის გადარჩენს საშაულებას. ეს მხოლოდ ლოცვით შეიძლება მოხდეს, მყიდველი მიიღებს სერთიფიკატს, სადაც დეტალურად იქნება აღნიშნული ჩემი სულის შავ-თეთრი ნიშნები“.
დღეისთვის, ამ უჩვეულო ლოტს, არც ერთი მყიდველი არ გამოსჩენია, თუმცა განცხადებას მართლაც, უამრავი მნახველი ჰყავს.