თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში არქეოლოგებმა სამეურნეო დანიშნულების ნამოსახლარს ძველ ნაქალაქარში მიაკვლიეს. აღმოჩენილია საცხოვრებელი ოთახი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულით თარიღდება.
ნაპოვნია ჭურჭელი, ქვევრის ნაწილი და ბრინჯაოს ნივთები. არქეოლოგებმა კედელზე ხანძრის კვალიც ნახეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნაქალაქარი შესაძლოა ცეცხლმა გაანადგურა.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, თბილისის ეს ადგილი მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ნამოსახლარი მასშტაბურობით კავკასიაში ყველაზე დიდია.