უჩვეულო აქცია საფრანგეთში - პარიზის ქუჩებში სექსინდუსტრიის თანამშრომლები გამოვიდნენ.
ისინი ქვეყნის ხელისუფლების მიერ ინიცირებულ პროექტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, მეძავების კლიენტები უნდა დაჯარიმდნენ.
ქვეყნის პრემიერმა იმის შესახებ, რომ პროსტიტუცია ქალების უფლებათა შელახვის ფორმაა, განცხადება ორი კვირის წინ გააკეთა. მისი თქმით, ჯარიმა უნდა დაეკისროს ყველა იმ ადამიანს, ვინც სექსუალური მომსახურებისთვის ფულს გადაიხდის.
სოციოლოგების კვლევით, საფრანგეთში პროსტიტუციით 20 000-მდე ადამიანია დაკავებული, მათი 80 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.