ბაქოში ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბაქოში ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბაქოს ნასიმინსკის რაიონის სისხლის სამართლის სამძებროს ოპერატიული განყოფილების თანამშრომლების მიერ ბინების ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე კობა კვახაძე დააკავეს.

კვახაძემ 28 ივნისიდან რამდენიმე საცხოვრებელი ბინა გაქურდა. მან ბინებიდან ფასეული ნივთები, ძვირფასეულობა  და ფული გაიტანა. კვახაძეს დაკავებისას თან ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.

ქურდობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.