სამოქალაქო ფრონტი: სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი განწირულია

სამოქალაქო ფრონტი: სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი განწირულია

 სამოქალაქო ფრონტი ქვეყანაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს აფასებს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს.  განცხადების თანახმად, დანაშაულებრივმა  ხელისუფლებამ,  საკადრო  ცვლილებებით,  საქართველოს  მოსახლეობას  პირდაპირ მიანიშნა,   რომ  მის  ხელთ  არსებული  ყველანაირი  ხერხით  ეცდება  გააყალბოს  და  დაუპირისპირდეს მოსახლეობას,  რაც  სამოქალაქო ფრონტის მტკიცებით,  საკუთარი  ხალხისთვის,  ფაქტიურად  ომის  გამოცხადებას ნიშნავს.

„ჩვენ,  ისევე  როგორც უამრავი  ახალგაზრდა  მზად  ვართ  მივიღოთ  ეს  გამოწვევა  და  დავდგეთ  ჩვენი სამშობლოს  და  ღირსების  დასაცავად.  დანაშაულებრივი  ხელისუფლების  განსაკუთრებულ  გაბოროტებას  იმსახურებს  ხალხის  თავისუფალი  ხმა. სწორედ  ეს  არის  მიზეზი  ხელისუფლების  ისტერიის  და  იმ  არადექვატური  ნაბიჯების,  რომელიც  ამ ბოლოს  სამთავრობო  რგოლში  ადგილების  გადანაცვლებას  ეხება“, -  ნათქვამია სამოქალაქო პრონტის განცხადებაში.

მათი თქმით, სრულიად  საქართველოს  ახალგაზრდობა  უნდა  იყოს  მზად,  ჩაერთოს  ამ  პროცესებში,  რათა  თავისი  არჩევანი  და  მომავალი  თავისუფლება დაიცვას.  აქვე აღნიშნავენ, რომ მათ  სრულიად  გაცნობიერებული  აქვთ  ის,  თუ  როგორ  ემზადება  ხელისუფლება  არჩევნების გასაყალბებლად  სა აცხადებენ, რომ  „ამას სიცოცხლის  ფასადაც  რომ  დაგვიჯდეს  არ  შევეგუებით.“

სამოქალაქო ფრონტის მტკიცებით,  მთელი  მსოფლიოს  თვალწინ  საქართველოს ხელისუფლებას  ლეგიტიმურობა დაკარგული  აქვს.

„სააკაშვილის  რეჟიმმა  აჩვენა,  რომ  არაფრით  განსხვავდება  იმ  კომუნისტურისგან,  რომელთა ჯარისკაცებიც გამნაღმელთა  ნიჩბებით  უჩეხავდნენ  თავენს  ჩვენს  მოქალაქეებს  1989  წლის  9  აპრილს,  იმავე  ადგილას. ჩვენ  ვიცით  რომ  სააკაშვილის  ხელისუფლება  ხარჯავს  ხალხის  ფულს ,  დამსჯელი  პოლიციური ბატალიონის  და  სპეც-დანიშნულების  დანაყოფის  აღჭურვაში,  რათა  შემდგომ  ისინი  საკუთარ  მშიერ, შეურაცყოფილ  ხალხს  გაუსწორდნენ“, - ნათქვამია სამოქალაქო ფრონტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.