ყაზბეგში გადაღებული ფილმის The Loneliest Planet პირველი ოფიციალური თრეილერი (VIDEO)

ყაზბეგში გადაღებული ფილმის The Loneliest Planet პირველი ოფიციალური თრეილერი (VIDEO)

სულ ცოტა ხნის წინ,  ინტერნეტსივრცეში The Loneliest Planet - ის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოჩნდა. ეს არის საქართველოში, კერძოდ ყაზბეგში, გასულ წელს გადაღებული ფილმი, სადაც უცხოელ მსახიობებთან ერთად ქართველი მსახიობი ბიძინა გუჯაბიძეც მონაწილეობს.

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია ჯულია ლოკტევი. ფილმში, ერთ-ერთ, მთავარ როლს ასრულებს,  საკმაოდ წარმატებული მექსიკელი მსახიობი გაელ გარსია ბერნალი და  ჰანი ფურსტენბერგი.

სიუჟეტის მიხედვით ახალგაზრდა წყვილი, ნიცა და ალექსი დაქორწინებამდე სამოგზაუროდ საქართველოში ჩამოდიან. ისინი ადგილობრივ „გამყოლს“ დაიქირავებენ და მასთან ერთად კავკასიის მთების დასალშქრად მიდიან. სამი ადამიანი ველურ ლანშაფტში, რომელიც ერთდროულად ძალიან ღიაც არის და საშიშად ჩაკეტილიც. ისინი საათობით დადიან, ანეკდოტებს ყვებიან, დროს თამაშში ატარებენ, სანამ რაღაც არ შეეშლებათ – უნებური ჟესტი, სულ რამდენიმე წამი, და ყველაფერი იცვლება.

ფილმი კინოეკრანებზე  26 ოქტომბერს გამოვა.