რუმინეთის პრეზიდენტი ეკონომიკური კრიზისის გამო    გადააყენეს

რუმინეთის პრეზიდენტი ეკონომიკური კრიზისის გამო გადააყენეს

რუმინეთის პრეზიდენტის ტრიან ბესესკის იმპიჩმენტის საკითხს ხმა მისცა პარლამენტის 258-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა 114. რუმინეთის კონსტიტუციის თანახმად, ბესესკის საპრეზიდენტო ვალდებულება 30 დღით შეუჩერდა. ამ პერიოდში რუმინეთში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელიც გადაწყვეტს, სურს თუ არა მოსახლოებას ტრიან ბესესკი დარჩეს თანამდებობაზე.

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკმაყოფილება გამოხატა რუმინეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, რადგან რუმინეთი ვაშინგტონის მოკავშირეს წარმოადგენს ალიანსში და ამიტომ უმჯობესია, „რუმინულმა პარლამენტმა უმაღლესს კანონს და დემოკრატიულ იდეალებს პატივი სცეს“,-ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.