ალა კახნიაური: ალბათ,  დღის ბოლომდე „ბურჯი“ 13 მილიონი ლარით დაჯარიმდება

ალა კახნიაური: ალბათ, დღის ბოლომდე „ბურჯი“ 13 მილიონი ლარით დაჯარიმდება

შპს „ბურჯის“ ადვოკატის ალა კახნიაურის განცხადებით,  „ბურჯის“  ანგარიშების დაყადაღება  ვითომდა მის მიერ პარტიებისთვის დადგენილი შეღავათების გამო მოხდა.

კახნიაურის თქმით,  კერძოდ „ბურჯმა“ 2012 წლის 1 ივნისიდან 28 ივნისამდე 2000 ლარის ღირებულების   54 ავტომანქანა შეიძინა  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კი, აღნიშნული ღირებულება   10- ზე გადაამრავლა და  „ბურჯი“  8 მილიონ 864 ლარით დააჯარიმა. 

„შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება მის ანგარშებსა და უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ასევე  შპს „ბურჯი“  კიდევ დაჯარიმებულია სხვა თანხით.  კერძოდ, დაახლოებით,  ოთხი მილიონ შვიდას ორმოცდაექვსი ათას ცხრას ორმოცდაათი  ლარის ოდენობით  იმ საფუძვლით,  რომ  მან შპს „მენეჯმენტ სერვის“  საოფისე ფართებისთვის, სადაც დღეს  კოალიციის ოფისები მდებარეობს  სარემონტო სამუშაოები შეასრულა.  აღნიშნულის შესახებ, პროცესი  პირველ საათზე  ჩატარდება“, - განაცხადა კახნიაურმა.

კახნიაურის თქმით, მათი არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა შესაბამისად, არც ახლა სასამართლოსგან მათ სასარგებლოდ  რაიმე დადებით გადაწყვეტილებას არ ელოდება.

„ალბათ დღის ბოლოსთვის,  შპს „ბურჯი“ დაახლოებით,   13 მილიონი ლარით დაჯარიმდება“, - განაცხადა კახნიაურმა.