ამერიკის და ევროპის ლიდერთა დიდი იმედების მიუხედავად, როგორც ჩანს პუტინი თავისი მეგობრის ბაშარ ასადის ევროპელთათვის გადაცემას მაინც არ აპირებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარიზში გამართულ „სირიის მეგობართა ჯგუფის“ფორმატს ამორალური უწოდა.
„რუსეთი, ჩინეთი და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც სირიასთან და სირიელ ხალხთან დაკავშირებული ვართ მეგობრობით, უარი ვთქვით, ასეთი „მეგობრების“ რიგში ჩავწერილიყავით. რადგანც, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ეს ფორმატი პოლიტიკურად არასწორი და ამორალურია. ეს შეკრება კი პარტიული შეკრებების ფორმატს წააგავდა“,- ნათქვამია სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.