ალეკ ბოლდვინი ნიუ-იორკის მერობისთვის იბრძოლებს(VIDEO)

ალეკ ბოლდვინი ნიუ-იორკის მერობისთვის იბრძოლებს(VIDEO)

2013 წელს ამერიკის ყველაზე დიდი ქალაქის ნიუ-იორკის მერობისთვის, სხვა კანდიდატებთან ერთად, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ალეკ ბოლდვინიც იბრძოლებს. მის გადაწყვეტილებას ოჯახის წევრები მხარს ბოლომდე უჭერენ. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უმცროსმა ძმამ, უილიამმა შეაქო ალეკის ინტელექტი, ცოდნა  და გამოცდილება, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ალეკის ცხოვრებაში ახლა არსებული მდგომარეობა, შეიძლება ვინმეს პოლიტიკოსობის დაწყებისთვის შესაფერისად არ მოეჩვენოს, თუმცა დამერწმუნეთ ეს ასე არ არის.

ალეკ ბოლდვნი დიდი ხანია პოლიტიკითაა გატაცებული, ის ცნობილ მსახიობებს შორის,  ერთ-ერთი,  ყველაზე „პოლიტიზებულია“.

 ბოლო დროს, მსახიობის ირგვლივ ნამდვილი „სკანდალთ ცვენაა“.  ცოტა ხნის წინ, ის  ფოტოგრაფის ცემაში დაადანაშაულეს, რასაც თავად უარყოფს. ასევე გააძევეს თვითმფრინავიდან, სადაც ფრენის დროს სატელეფონო თამაშებით არხეინად ერთობოდა.

გარდა ამისა, ჟურნალ Vanity Fair-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობს „წამოსცდა“, თუ როგორ სცემა თავისი ყოფილი მეუღლის კიმ ბესინჯერის ადვოკატი ბეისბოლის ბიტით და როგორ გაუსწორდა ფიზიკურად ფოტოგრაფ არვი ლევინს. ეს ინტერვიუ შეიძლება მისთვის, როგორც მომავალი პოლიტიკოსისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.

მსახიობის ძმა, უილიამი მიიჩნევს, რომ გადაჭარბებული გაცხარება, პოლიტიკური სიმაღლეების დაპყრობისთვის, დაბრკოლებას არ წარმოადგენს. მაგალითად მან  ჯონ მაკეინი და რუდი ჯულიანი, ნიუ-იორკის ყოფილი მერები მოიყვანა, რომლებსაც ასევე ფიცხი ხასიათი ჰქონდათ, თუმცა ამას მათი წარმატებული პოლიტიკური კარიერისთვის ხელი არასდროს შეუშლია.

ალეკ ბოლდვნი არ არის პირველი მსახიობი, რომელსაც პოლიტიკაში წასვლა მოუნდა. ალბათ გვახსოვს რონალდ რეიგანი, კლინტ ისტვუდი, რომლებიც კალიფორნიის პატარა ქალაქის კეპმელის მერები იყვნენ, ასევე არნოლდ შვარცენეგერი.

შეგახსენებთ, ალეკ ბოლდვინი გასულ კვირას მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული კიმ ბესნჯერის შემდეგ  28 წლის იოგას ინსტრიქტორი ჰილარი ტომასი აღმოჩნდა.