პარიზში გამართული „სირიის მეგობართა ჯგუფის“ შეხვედრით უკმაყოფილოა სირიის ეროვნული საბჭოს წევრი ბურხან გალიუნი, რომელიც აცხადებს, რომდღეს სირიისთვის მთავარია ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტა და არა საგაზეთო განცხადებების კეთება.
„მე აბსოლუტურად უკმაყოფილო ვარ ამ შეხვედრით. დღეს სირიისთვის მთავარია ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტა და არა საგაზეთო განცხადებების კეთება. მათ სურთ ქმედებები, მათ სურთ რეალური მექანიზმები და ზომების მიღება, რომელიც ბოლოს მოუღებს ძალადობას“,-აცხადებს გალიუნი.
„სირიის მეგობართა ჯგუფმა“ მიიღო გადაწყვეტილება, გაეროს უშიშროების საბჭომ სასწრაფოდ დაიწყოს კოფი ანანის გეგმის რეალიზება.
„ჩვენ მოვუწოდეთ გაეროს უშიშროების საბჭოს, სასწრაფოდ დაიწყოს კოფი ანანის გეგმის შესრულება, რომლის შესახებაც ჟენევაში შეთანხმებას მივაღწიეთ. ამ საკითხს რუსეთი და ჩინეთიც ეთანხმებიან. უნდა მივაღწიოთ გარდამავალი მთავრობის შექმნას. ხოლო გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს სანქციები იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდა მათი მოწოდებები“,-აცხადებს აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.
ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ სირია ბაშარ ასადის კიდევ ერთმა უახლოესმა მეგობარმა გენერალმა მანაფ თლასმა დატოვა.