„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ბურჯი“ და „მენეჯმენტ სერვისი“ სამართალდამრღვევად ცნობის შემდეგ, კოალიციაში შემავალი პარტიების ოფისებიდან შესაძლო გამოსახლებას და მათთვის პარტიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ ბრძოლად აფასებს.
„ძალიან რთულია ხელისუფლების ეს ქმედება კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, პოლიტიკური ბრძოლის გარდა, სხვა რამედ შეფასდეს.ეს არის კლასიკური მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ებრძოლო მოწინააღმდეგე პოლიტიკურ პარტიებს, როდესაც შპს „ბურჯის“ გამო შესაძლებელია, პოლიტიკური პარტიები ოფისებიდან გამოასახლონ. თუმცა, ეს ასე იოლი პროცესი არ არის, ეს ასე არ ჩაივლის. საერთაშორისო დამკვირვებლები და საზოგადოება ყურადღებით აკვირდებიან პრობლემებს.
სააკაშვილის ხელისუფლებამ იცის, რომ მათ ამ ნაბიჯს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეაქცია ექნებს, მაგრამ ამ ნაბიჯზე მაინც მიდის და ეს ნიშნავს იმას, ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს, მან იცის, რომ განწირულია. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. შეუძლებელია ეს საერთაშორისო საზოგადოებას შეუმჩნეველი დარჩეს“,-აცხადებს ბერძენიშვილი.