უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის რადამ სპიკერს ვლადიმერ ლიტვინს გადადგომაზე უარი განუცხადა და მის განცხადებას გადადგომის შესახებ დღეს არ განიხილავს.
რადას დეპუტატი იური ოდარჩენკო აცხადებს, რომ ლიტვინი ავადმყოფობის გამო სამსახურში არ დადის.“ ეს ნიშნავს იმას, რომ ლიტვინს სურს გაექცეს კანონპროექტის მიღების პასუხისმგებლობას“,-აცხადებს ოდარჩენკო.
რადას სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმა გადადგომის შესახედბ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც უკრაინის პარლამენტმა „რუსული ენის შესახებ კანონი“ მიიღო და საპარლამენტო დარბაზში ხელჩართული ბრძოლა გაიმათა ოპოზიციონერ და რეგიონალურ დეპუტატებს შორის. ლიტვინის განცხადებით, ხმის მიცემა მის გარეშე ჩატარდა, რადგან ის ამ დროს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან ხანგრძლივ აუდიენციაზე იმყოფებოდა. „ განმაქორწინეს მე, განაქორწინეს უკრაინა და ხალხი“,-აცხადებს ლიტვინი.
რეგიონალური პარტიის დეპუტატები სასამართლოში აპირებენ სარჩელის აღძვრას, თუ ვლადიმერ ლიტვინი კანონპროექტს ხელს არ მოაწერს. კანონმდებლობის მიხედვით, სანამ კანონპროექტი პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გადაიგზავნება, მას ხელი პარლამენტის სპიკერმა უნდა მოაწეროს.