Life News-ის ინფორმაციით, ჩინეთის სამართალდამცავებმა ქვეყნის 15 პროვინციაში მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს და დაახლოებით 800-მდე დამნაშავე დააკავეს და გასაყიდად გამზადებული 181 ჩინელი ბავშვი აღმოაჩინეს.
გამოძიება ამ სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, 2012 წელს დაიწყო. ჩინელმა სამართალდამცავებმა შეძლეს ჯაშუშური ქსელის ჩანერგვა ორგანიზაციაში, რომლებიც ბავშვებით ვაჭრობდა.
ჩინელმა სამართალდამცავებმა ბავშვებთან ერთად რამდენიმე ათეული ქალი აღმოაჩინეს, რომლებსაც აფრიკაში პროსტიტუციის მიზნით გაყიდვას უპირებდნენ.