პარიზში „სირიის მეგობართა ჯგუფის“ მესამე შეხვედრა იმართება

პარიზში „სირიის მეგობართა ჯგუფის“ მესამე შეხვედრა იმართება

დღეს პარიზში დასავლეთისა და არაბული ქვეყნების ლიდერები სირიის კრიზისის საკითხს და ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა დახმარების საკითხს განიხილავენ. რუსეთმა და კორეის სახალხო რესპუბლიკამ, როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცადებით, დროა ოპოზიციონერები მოამარაგონ კავშირის საშუალებებით და ჰუმანიტარული დახმარებით.

„ასადი უნდა წავიდეს. ეს სირიის, მისი მეზობლების და საერთოდ მთელი მსოფლიოს ინტერესებს შეესაბამება“,- განაცხადა ასადმა.

ევროპის ლიდერები მოიხოვენ, რომ ასადის ხელისუფლებამ თავისუფალი საფრენი ზოლი გახსნას, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კი სირიის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას მოითხოვს.