ვანო მერაბიშვილი აჯამეთის მოსახლეობას რიგი პრობლემების მოგვარებას დაპირდა

ვანო მერაბიშვილი აჯამეთის მოსახლეობას რიგი პრობლემების მოგვარებას დაპირდა

პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს თერჯოლის რაიონის სოფელ აჯამეთში მოსახლეობას შეხვდა. პრემიერი მოსახლეობას  სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში ესტუმრა და მოსავლის მდგომარეობით დაინტერესდა.

მერაბიშვილის განცხადებით, მოსავლის მოყვანა მნიშვნელოვანია, თუმცა, გასაღების ბაზრების შექმნისა და გაფართოების გარეშე მას აზრი ეკარგება. მერაბიშვილი სოფლის მაცხოვრებლებს პროდუქციის გასაღების პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.

თავის მხრივ სოფლის მოსახლოებამ მთავრობის მეთაურს ჩანგრეული ხიდის აღდგენა სთხოვა, რომელიც თერჯოლის რაიონის ორ სოფელ - აჯამეთსა და სიმონეთს აკავშირებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხიდის არქონა მათ მიწების დამუშავებაში პრობლემებს უქმნის. პრემიერ-მინისტრი აჯამეთელებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებასაც დაპირდა.