დავით გამყრელიძე ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

დავით გამყრელიძე ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, დავით გამყრელიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა. პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნებზე გამახვილდა.

„საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ ჭრილში წინასაარჩევნო გარემოს, პარტიათა საარჩევნო პრიორიტეტებს და განსხვავებებს ერთის მხრივ - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და მეორეს მხრივ - თავად ოპოზიციურ ძალებს შორის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში“, - აცხადებენ პარტიაში.

დავით გამყრელიძემ კონგრესმენთა დელეგაციას ასევე "ახალი მემარჯვენეების" პრიორიტეტები გააცნო,მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით; ასევე ისაუბრა ქართული სოფლის გაძლიერების შესახებ და დაზღვევაში ამერიკული ჰეალტჰ-ცარე-ის ტიპის რეალისტური სადაზღვევო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით.

ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას წარმომადგენლობითი პალატის უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი, მაკარტი ხელმძღვანელობს. შეხვედრაში სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.