საიტი Wikileaks-ი უახლოესი ორი თვის მანძილზე ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ და ესპანურ მედიასთან ერთად სირიელი ჩინოვნიკების მიმოწერას გამოაქვეყნებს. საიდუმლო ელექტრონული წერილების რაოდენობა დაახლოებით 2,4 მილიონს შეადგენს, რომელთაგან 68 000 რუსულ ენაზეა. მათ შორის არის სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადისა და მისი მეუღლის, დიპლომატებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმოწერები, მათ შორის სხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც.
საიტი ჯერჯერობით არ ახმაურებს იმ ინფორმაციას, ვისგან შეძლო აღნიშნული ჩანაწერების მიღება.
Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ისევ არ ემორჩილება ბრიტანეთის პოლიციას და ეკვადორის საელჩოს შენობაში რჩება. დაახლოებთ ორი კვირის წინ , ეკვადორს მან პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა. ყველაზე სკანდალური საიტის დამფუძნებელი შიშობს, რომ სტოკჰოლმი მას ამერიკას გადაცსემს, სადაც ასანჟის საიდუმლო სახელმწიფო ინფორმაციის გახმაურებისთვსი გაასამართლებენ.