შპს "კრისტალის" ხელმძღვანელს ლევან დათუაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტლება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო, სადაც სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
დაცვის მხარის განცხადებით, ლევან დაუთაშვილი ლილოს ტერიტორიაზე გაზის გაჟონვაში უდანაშაულოა და ავზი, საიდანაც გაჟონვა მოხდა, რამაც ათობით ადამიანის მოწამვლა გამოიწვია, შპს „კრისტალს“ არ ეკუთვნოდა. აქედან გამოდინარე დაცვის მხარე დაუთაშვილისთვის არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აღმკვეთ ღონისძიებად მას პატიმრობა შეუფარდა.
ამასთან, ლევან დაუთაშვილი თანახმა იყო გირაოს თანხა 5 ათასი ლარი 10 დღეში გადაეხადა. თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც დაუთაშვილი აცხადებს, მისი დაპატიმრებით თბილისის წყალმომარაგებას საფრთხე შეექმნება.
წინასასამართლო სხდომა ლევან დაუთაშვილის საქმეზე 27 აგვისტოს 12:00 საათზეა ჩანიშნული
შეგახსენებთ, კომპანია „კრისტალი“-ის ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი 4 ივლისს დააკავეს. „კრისტალი“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ფირმაა, რომელსაც ქლორით სავსე ავზი ეკუთვნოდა. აღნიშნული ავზიდან ლილოს დასახლებაში ქლორმა 3 ივლისს გაჟონა. მომხდარის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. 18 წლის ახალგაზრდას მდგომარეობა კი ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.