საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, ეუთოს რეზოლუციის პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომელმაც ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს.
აღნიშნული შეფასება ბაქრაძემ ეუთოში საქართველოს საკითხზე მომზადებული რეზოლუციის შეფასებისას გააკეთა, რომელსაც კენჭი დღეს უნდა ეყაროს.
„პროექტი, რომელსაც კენჭი ეყრება ცალსახად დადებითია. მასში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მხრიდან აღებული ვადებულებების შეუსრულების აუცილებლობაზე, ასევე ცალკეა გამოყოფილი დვენილების დაბრუნების საკითხი. ყველაფერი ეს კი სამომავლოდ უკავშირდება საქართველოს გამთლიანების პერსპექტივას“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პოლიტიკური აზრი შევინარჩუნოთ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში იყოს მყარი განწყობა - ის რაც დღეს ხდება საქართველოში არის რუსეთის მხრიდან ოკუპაცია. რეზოლუციის პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ეუთოს წევრი 55 ქვეყნის პარლამენტის პოზიციას, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომელიც უნდა შეწყვიტოს ოკუპაცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს.
რეზოლუცია პოლონელმა დეპუტატმა მოამზადა. დოკუმენტში საუბარია ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებულია ტერმინი „ოკუპაცია“.