თბილისის მერმა გიგი უგულავამ პარლამენტი შეუმჩნევლად დატოვა. ის დღეს პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებებისადმი მიძღვნილი კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა, რომელიც პარლამენტის ბიუროს ოთახში გაიმართა. მას შემდეგ რაც დახურული სხდომა დამთავრდა, მინისტრებმა კომენტარი გააკეთეს, გიგი უგულავამ კი პარლამენტი ისე დატოვა, რომ არც ერთ ჟურნალისტს არ დაუნახავს.
სხდომის დასრულების შემდეგ, გიგი უგულავა პარლამენტის თავმჯდომარის გასასვლელიდან გავიდა, აღმასრულებებლი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა კი ბიუროს ოთახის გამოსასვლელით ისარგებლეს.
შესაბამისად, გიგი უგულავასთან ჟურნალისტებმა ვერც ერთი შეკითხვის დასმა ვერ მოახერხეს.