ჯენიფერ ლოპესი სამსახურისა და დასვენების ერთმანეთთან შეთავსებას შესანიშნავად ახერხებს. ბრაზილიის გასტროლების პარალელურად მან დრო, პლიაჟზე გასვლისთვის, ბუნებრივი რუჯისა და დასვენებისთვისაც გამონახა.
პაპარაცებმა 42 წლის მომღერალი, პლიაჟზე 25 წლის შეყვარებულთან ერთად წითელ საცურაო კოსტიუმში, შესანიშნავ ფორმაში დააფიქსირეს.
კასპერ სმიტის გარდა, ჯეილოს, თან 4 წლის ტყუპები,- მაქსი და ემიც ახლდა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ბავშვებს დედის ახალი მეგობარი, ძალიან მოსწონთ. არა მარტო ბავშვებს, არამედ ჯენიფერის ყოფილ მეუღლეს მარკ ენტონისა და კასპერსაც, მშვენიერი მეგობრული ურთიერთობა აქვთ.