"ამომრჩეველთა ლიგამ" საზოგადოებას ალტერნატიული „კარდაკარის“ კამპანიის მიმდინარე შედეგები გააცნო. ამასთან დაკავშირებით დღეს ლიგის თავმჯდომარემ, კოკა გუნცაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ის კონკრეტული ფაქტები დაასახელა, რომელიც სიების გადამოწმების პროცესში დაფიქსირდა.
სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა სულ 160 ათას 440 ადამიანი იყო. აქედან გარდაცვლილი 929 - 0.53 % ადამიანია. უცხოეთში იმყოფება 7.89 – 4.87 %. დაუდგენელია 18. 213 – 11.98 %. სიაში კი საერთოდ არ არის 2.238 – 1.39 %.
„ამომრჩეველთა ლიგის“ ინფორმაციით, ცვლილებებს საჭიროებს სულ 30. 189 – 18.81 %. მაგრამ თუ ამას დაემატება ამომრჩევლები, რომელთანაც კონტაქტის დამყარება ვერ მოხერხდა, მაშინ ლიგის ინფრომაციით, ეს რიცხვი 23. 52 %-მდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ „ამომრჩეველთა ლიგა“ საზოგადოებას „კარდაკარის“ ალტერნატიული პროექტის სტატისტიკურ მონაცემებს და შედეგებს ყოველკვირეულად აცნობს. აღნიშნული კამპანია ლიგამ მიმდინარე წლის 18 ივნისს დაიწყო.