იტალიაში მიქელანჯელო კარავაჯოს ასამდე ნახატი და რამდენიმე დღემდე უცნობი ნამუშევარი აღმოაჩინეს. ნამუშევრები მხატვრის ადრეულ შემოქმედებას ეკუთვნის და 1854-88 წლებით თარიღდება, როდესაც ის ფერწერას მილანში ეუფლებოდა.
ახალგაზრდა მიქელანჯელოს ეს ნამუშევრები აღმოჩენილი იქნა სიმონე პეტერცანოს მოსწავლეების ნამუშევართა შორის, მიქელანჯელო მასთან ოსტატობას 13 წელი ეუფლებოდა.
სპეციალისტები ახალი ნამუშევრებს 700 მილიონ ევროდ აფასებენ. სხვა მონაცემებს აღმოჩენილი ხელოვნების ნიმუშების შესახებ, სპეციალისტები ხვალ გამოაქვეყნებენ.
ცნობილია, რომ ნამუშევრების ელექტრონული ვერსია, მიქელანჯელოს ადრეული შემოქმედებისადმი მიძღვნილ ელექტრონულ წიგნში შევა.