ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე დღეს მორიგ საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
კომისიის ცნობით, დღევანდელ ბრიფინგზე პროექტ „კარდაკარის“ საველე და საკონტროლო ღონისძიებების შედეგების შესახებ კიდევ ერთი წინასწარი ინფორმაციის პრეზენტაცია გაიმართება.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი აპრილის ბოლოს დაიწყო. მასში 11 100 რეგისტრატორი მონაწილეობდა. რეგისტრატორები, კომისიის ინფორმაციით, სიების დადგენის მიზნით საქართველოს ყველა ოჯახს ეწვივნენ.
როგორც კაციტაძე აცხადებს, სიების დაზუსტების დროს განსაკუთრებული ყურადღება ე.წ. „მკვდარ სულებზე“, სიებზე მიწერილ გაურკვეველ პიროვნებებსა და საზღვარგარეთ წასულ თანამემამულეებზე გაკეთდა.
დღევანდელი ბრიფინგი 13:00 საათზე გაიმართება. სიების ერთიანი შედეგები კი პირველ აგვისტოს უნდა გამოქვეყნდეს.