ამერიკული ტელეარხების აქტიური მაყურებლები დღეიდან ძაღლებიც გახდებიან. აშშ-ს მრავალრიცხოვან ტელეარხებს, კიდევ ერთი სპეციალური არხი Dog-TV შეემატა. მისი წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ეს არხი ადამიანის ერთგულ მეგობრებს დაეხმარებათ პატრონის მოლოდინში დრო მშვიდად და სასიამოვნოდ გაატარონ.
ტელეარხის თანამშრომლების აზრით, ძაღლი არის ერთადერთი ცხოველი, რომელიც მარტოობას ვერ უძლებს. ტელეარხის შექმნაზე მსოფლიოს, სხვადასხვა, კუთხეებიდან მოწვეული ათეულობით სპეციალისტი მუშაობდა.
„Dog-TV -ს შექმნამდე, ჩვენ სამი წელი ვაკვირდებოდით ძაღლებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, ვიკვლევდით, რას უსმენენ და რას უყურებენ ისინი, შემდეგ კი მოვიწვიეთ კინოლოგები, ძაღლების ფსიქოლოგები და ვეტერინარები. გავაკეთეთ ათასობით ვიდეორგოლის ადაპტირება, სპეციალურად ძაღლებისთვის“- ამბობს Dog-TV შემქმნელი იოსი უზდარი.
მაუწყებლობა ძაღლებისთვის გაიხსნა ახალი ტექნოლოგიებით. ასე რომ, ტელევიზორი დღეიდან, ძაღლებისთვისაც ისევე, როგორც ადამიანებისთვის უსაქმურობისგან გაქცევის, ერთ-ერთი, საშუალება იქნება.