წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც სამი საათის განმავლობაში საპატრიარქოში მიმდინარეობდა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ქართულ - აფხაზური და ქართულ -ოსური ურთიერთობების აღდგენის საკითხიც განიხილეს.
წმინდა სინოდის განჩინებით, ქართულ - აფხაზური და ქართულ - ოსური ურთიერთობების აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
როგორც წმინდა სინოდის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს აფხაზები და ოსები უკვე ხშირად გამოთქვამენ აზრს, რომ საქართველოსგან გამოყოფამ მათ არსებობას საფრთხე შეუქმნა.
„წმინდა სინოდზე ითქვა, რომ დღეს აფხაზები და ოსები უკვე ხშირად გამოთქვამენ აზრს, რომ საქართველოსგან გამოყოფამ მათ არსებობას საფრთხე შეუქმნა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღდგეს ძველი ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და უფრო ნათლად მოხდეს გაცნობიერება იმისა, რომ ამ კავშირშია მათი თვითმთყოფადობის შენარჩუნების გარანტია“, - ნათქვამია განცხადებაში.