„კონსერვატორების“ ლიდერი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ამერიკის ელჩის ბოლო დროინდელი განცხადებები უფრო ზომიერი და ბუნდოვანი გახდა, რაც მისი დიპლომატიური კარიერის დასრულებას უკავშირდება.
„ამერიკის ელჩის განცხადებას, რომ საქართველოში არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც შეუძლია ყველაზე კონკურენტული სამართლიანი არჩვენების ჩატარება უზრუნველყოს, შემიძლია გითხრათ, რომ ის უსამართლობა და უკანონობა, რაც ხელისუფლების მხრიდან იქნა განხორციელებული ბანკ „ქართუს“ მიმართ, გლობალ ტვ-სთან დაკავშირებული სკანდალი, პარტიების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება რომელიც ჯერ არ მიუღიათ, თუმცა გამზადებულია, ამის განცხადების საფუძველს არ იძლევა. თუ გავაგრძელებთ იმას, რომ გლობალ ტვ-ს არა მარტო სამართლებრივი და იურიდიული პრობლემები აქვს, არამედ ხელისუფლება მოსახლოებას ინფორმაციის მიღების საშუალებებს უსპობს და ამით სურს უპირატესობის მოპოვება არჩევნების წინ, ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება არჩევნების წინ თანაბარ სასტარტო პიროებებს ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს.
მას შემდეგ, რაც ჯონ ბასი საქართველოდან გასამგზავრებლად ემზადება, მისი განცხადებები ერთგვარად ბუნდოვანი, ზოგადი და არაფრისმთქმელი გახდა. როგორც ჩანს, ბატონ ჯონ ბასს არ უნდა თავისი კარიერა საქართველოში ისე დაასრულოს, რომ დღევანდელი სახელისუფლო წარმომადგენლობა განაწყენებული დატოვოს“,-აცხადებს ძიძიგური.