დიმიტრი ლორთქიფანიძე: როდესაც წმინდა სინოდი  მიიღებს განჩინებას სახელმწიფოს ვალდებულება ექნება მიიღოს განჩინების დებულებები

დიმიტრი ლორთქიფანიძე: როდესაც წმინდა სინოდი მიიღებს განჩინებას სახელმწიფოს ვალდებულება ექნება მიიღოს განჩინების დებულებები

 

მართლამდიდებელთა კრებულმა ეკლესიას, სინოდს, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს თხოვნით მიმართა, საშუალება მისცენ ID ბარათების ალტერნატივით ისარგებლონ. საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთადერთ სახელმწიფოდ რჩება, რომელსაც ID ბარათების ალტერნატივა არ გააჩნია და ეს არის სახელმწიფოს ძალდობა საკუთარ მოსახლეობაზე.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: მე და კარლო კოპალიანი გახლდით მართლამადიდებელთა კრებულის მიერ გამართულ აქციაზე. მე მხარს ვუჭერ მათ მიერ  მოთხოვნებს, რადგან მათ სრული უფლება გააჩნიათ ამ მოთხოვნების წამოყენების. ის, რაც 2011 წლის 1 აგვისტოდან ხდება ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც სამოქალაქო აქტივობის განხორციელების ერთადერთ  საფუძვლად გვევლინება ელექტრონული პირადობის მოწმობა, ე.წ  ID ბარათი, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები  მკვეთრად იზღუდება, აქედან გამომდინარე სამოქალაქო უფლებების განხორციელების შესაძლებლობა და ასვე კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტალური უფლების-ხმის მიცემის უფლება.  თუ თქვენ არ შეიძენთ ელექტრონულ ბარათს, თქვენ შეიძლება ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩეთ. თქვენ არ გაქვთ საშუალება, რომ ალტერნატივით ისარგებლოთ. რადგან კანონი ალტერნატივით სარგებლობის უფლება არ ითვალისწინებს.

 სხვა ქვეყნებში რა მდგომარეობა ამ მხრივ?

მაშინ როდესაც, საბერძნეთში, უკრაინაში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთის ფედერაციაშიც კი, მას შემდეგ რაც ამ ქვეყნებს პროტესტის ტალღამ გადაურა, ხელისუფლებამ მოქალაქეებს კანონიერად დაუკმაყოფილა ალტერნატიული ბარათებით სარგებლობის უფლება.

საქართველო კი ამ კუთხით მთელ მსოფლიოში ერთადერთ სახელმწიფოდ რჩება, სადაც  ID ბარათებს ალტერნატივა არ გააჩნია. მეტიც, ხელისუფლება პასუხის ღირსადაც არ გვთვლის. მე შარშან ოქტომბერში ეს შეკითხვა დავუსვი აკო მინაშვილს, რომელიც გახლავთ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი. მან უბრალოდ პასუხი არ გამცა ამასთან დაკავშირებით.  მან მხოლოდ მიპასუხა, რომ „ელექტრონული მართვის სისტემების განვითარებას ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს და საქართველო არის ნოვატორი ქვეყანა, რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს ამ სისტემების განვითარების შეუქცევადობასო“.

 მე მას არ ვეთანხმები. ეს არის ძალადობა  ადამიანის უფლებებზე სახელმწიფოს მხრიდან და ამას რაც შეიძლება მალე უნდა მოეღოს ბოლო. ადამიანი იბადება სახელით და გვარით, მას ენიჭება ნომერი, იგი არის იდენტიფიცირებული და შეუძლებელია, მას არ გააჩნდეს უფლება განახორციელოს საკუთარი სამოქალაქო აქტივობა და  მას თავს მოვახვიოთ ინტეგრირებული ID ბარათი, რომელიც გულისხმობს შესაძლებლობას ადამიანისა, რომლსაც გააჩნია მართვის მოწმობა, სოციალური დაზღვევა, არის გადასახადების გადამხდელი, ბანკში გააჩნია ანგარიშები, რომ  ერთიან ინტეგრირებულ ბარათზე ჰქონდეს ამ მოქმედებების განხორციელების საშუალება, მაგრამ ეს მხოლოდ არჩევანი უნდა იყოს და არა ვალდებულება. მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ ინდეფიცირების დამამტკიცებელი ჩვეულებრივი დოკუმენტების აღება მცირე ფასიანი, ან უფასო.

თვლით, რომ ხელისუფლება არანაირ შემხვედრ  ნაბიჯებს არ გადადგამს მართლმადიდებელთა თხოვნის დასაკმაყოფილებლად?

დიახ. მე ორი მიმართულებით ვავითარებ ჩემს აზრს. ერთია მართლმადიდებელ ქრისტიანთა უფლებები, რომელიც მათ რელიგიურ გრძნობებზე გადის და მეორე, გადის  წმინდა სოციალურ თემატიკაზე. ვინაიდან ელექტრონული ბარათის ღირებულება დევნილის დახმარებას აღემატება. როგორ შეიძლება  30 ლარი გადაიხადოს მშობელმა თავისთვის და შვილისთვის, როდესაც ამხელა დახმარებაც კი არ აქვს ყოველთვიური. ჩემს მოთხოვნას გააჩნია წმინდა რელიგიური დატვირთვაც და ის სოციალურ ჭრილშიც განიხილება.

ვინ უნდა დაიცვას საქართველში მართლმადიდებელთა უფლებები?

სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს ყველანაირ წარმომადგენლობას, იქნება ეს რელიგიური წარმომადგენლები თუ მათი რელიგიური გრძნობების პატივისცემა. ჩვენი რელიგიური  უმრავლესობის დამოკიდებულება სახელმწიფოსთან  რეგულირებულია კონკორდატით, კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია. როდესაც ეკლესია მიიღებს თავისი განჩინებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას წმინდა სინოდზე, სახელმწიფოს ვალდებულება ექნება, რომ მიღოს განჩინების დებულებები.

როდესაც წმინდა სინოდს და საპატრიქროს მრევლის დოკუმენტურად წარდგენილი მოთხოვნა გააჩნიათ მათი უფლებების დაცვის შესახებ, შეიძლება თუ არა სინოდმა რაიმე ზემოქმედება მოახდინოს ხელისუფლებაზე?

იმ შემთხვევაში, თუ განჩინებაში მკაფიოდ ჩაიდება პირადობის მოწმობების ალტერნატიული ფორმების დადგენა და ამ განჩინებას მხარს დაუჭერს მის წევრთა უმრავლესობა, მაშინ საქართველოს მოსახლოება, საზოგადოება, მორწმუნე მრევლი ალბათ  ერთობლივად იქონიებს რეაგირებას ხელისუფლების მიმართ, რათა  ამ უკანასკნელმა საკანონმდებლო აქტებში ასახოს მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლოების 90%-ის გამომხატველი იქნება.