აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა თავისი მოღვაწეობა დაასრულა. ჯონ ბასი საქართველოში ელჩის თანამდებობას სამი წლის განმავლობაში იკავებდა.
ბოლო ოფიციალური მიღება ჯონ ბასმა აშშ-ის ელჩის რანგში აშშ-ის დამოუკიდებლობის 236-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართა.
მისი თქმით, ის საქართველოში ტურისტად თავის მეუღლესთან ერთად დაბრუნდება.
"ჩვენ გვექნება საშუალება, ვიხილოთ კიდევ მეტად განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები და ის წინსვლა, რომელიც საქართველოს წინ აქვს", - განაცხადა ჯონ ბასმა.
ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა,
ცნობილია ისიც, რომ საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასს, რიჩარდ ნორლანდი შეცვლის.57 წლის რიჩარდ ნორლანდი გამოცდილი დიპლომატია.
2007-2010 წლებში ნორლანდი იყო აშშ-ის ელჩი უზბეკეთში, იქამდე კი ქაბულში ამერიკული მისიის უფროსის მოადგილე.
მას ჰქონდა დიპლომატიური კარიერა მოსკოვში და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც. ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უშიშროების საბჭოს ევროპულ დეპარტამენტს.
რიჩარდ ნორლანდი საქართველოში ადრეც მოღვაწეობდა. გაერო-ს მისიის ფარგლებში ის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების საკითხებზე მუშაობდა.