ალიანსი შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული დაძაბული სიტუაციით. ამის შესახებ განცხადება ნატოს წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ ბაქოში გააკეთა.
„ნატო არ გახლავთ ჩართული ყარაბაღის კონფლიქტში, თუმცა ის მხარს უჭერს მინსკის ჯგუფის ქმედებებს კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. ჩვენ გვსურს რომ ქვეყნებს შორის დამყარდეს მშვიდობა. ალიანსი მხარს უჭერს მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში“,-განაცხადა აპატურაიმ.
რაც შეეხება აზერბაიჯანის ალიანსის წევრობას, აპატურაის განცხადებით, ეს საკითხი ჯერ არ განიხილება. აზერბაიჯანის მონაწილეობა კი აისაფის ოპერაციებში, ფასდება როგორც წვლილის შეტანა ალიანსის მისიაში.