დღეს გარდაბანში პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა. პრეზენტაციას კოალიციის ლიდერები ზვიად ძიძიგური და სოზარ სუბარი დაესწრნენ. მათ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნეს და ადგილობრივთა პრობლემები მოისმინეს.
როგორც ძიძიგურმა განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან ხელშეშლის მცდელობა იყო, თუმცა აღნიშნა რომ მიუხედავად ამისა, პრეზენტაცია შედგა.
„ჩვენ შევისწავლით ყველა იმ საკითხს და პრობლემას, რომელსაც მომავალი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს. ეს კი აუცილებელია იმისათვის, რომ როცა „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს რაიმე დაუგეგმავი და გაურკვეველი არ დარჩეს“, - განაცხადა ძიძიგურმა.
სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ დღევანდელ პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ის მითი, თითქოს ქვემო ქართლი ან რომელიც სხვა რეგიონი საარჩევნოდ ხელისუფლებისთვის ხმების ბეღელი იქნება, დამსხვრეულია.
„ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება არის დაშინებული და ეს შიში უფრო გაღრმავდება, რაც უფრო ახლოს მოვა ოქტომბერი“, - აღნიშნა ძიძიგურმა.
ეთნიკურმა აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა კოალიცია "ქართულ ოცნებას" სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და გააპროტესტეს ის მოსაზრება, თითქოსდა გარდაბანში მცხოვრები აზერბაიჯანელები მხარს ხელისუფლებას უჭერენ.