კოალიცია „ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული მოძრაობის წვერებმა ისტორიული ციხე-ქალაქი სამშვილდე მოინახულეს. ახალგაზრდებმა დღესვე ციხის გალავანზე „ქართული ოცნების“ დროშა აღმართეს.
მოგვიანებით, ახალგაზრდებმა კოალიციის ერთ-ერთ ლიდერთან, ზვიად ძიძიგურთან ერთად ბოლნისის სიონი და წუღლუღაშენის მონასტერი მოილოცეს, რომელიც აქცია „წარსულზე ვაშენებთ მომავალის“ ფარგლებში ჩატარდა.
ძიძიგურის თქმით, ქვემო ქართლი ახალგაზრდები იმისათვის შეიკრიბნენ, რომ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასა და ისტორიას სცენ პატივი.
„ჩვენ წარსულზე ვაშენებთ ჩვენს მომავალს. მომავალმა ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილმა და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსავლელი და მისახედია“- განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, ქვემო ქართლის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, სხვა ისტორიულ ძეგლებსაც მოივლის.