საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცხადებით, საქართველოში არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც შეუძლია ყველაზე კონკურენტული სამართლიანი არჩვენების ჩატარება უზრუნველყოს, რაც საქართველოს ოდესმე ჰქონია. შესაბამისად, ბასის თქმით, ის ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ სამართლიანი არჩვენების ჩასატარებლად პირობები შექმნილი არ არის და არჩევნები გაყალბდება.
„ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. საქართველოში არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ყველაზე კონკურენტული სამართლიანი არჩვენების ჩატარება, რაც საქართველოს ოდესმე ჰქონია. მჯერა, რომ პროცესის წარმატება ყველა მონაწილეზე იქნება დამოკიდებული და ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული, მას დაეკისრება უზარმაზარი პასუხისმგებლობა შეასრულოს ამომრჩევლის მიერ დაკისრებული როლი“, - განაცხადა ჯონ ბასმა.
ბასმა არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს მოუწოდა მაქსიმალური შემწყნარებლობა გამოიჩინონ და სათანადო პირობებში კომპრომისზე წასვლა შეძლონ.