„შავი გედის“ ვარსკვლავი ნატალი პორტმანი და მისი ქორეოგრაფი ბენჟამენ მილპიდი ქორწინდებიან. ქორწილის შესახებ ინფორმაცია, ჟურნალისტებს წყვილის მეგობრებმა მიაწოდეს.
წყვილი ერთმანეთს უკვე ორი წელია ხვდება და საერთო შვილიც ჰყავთ, თუმცა ოფიციალურად ქორწინება მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს. ქორწინების ცერემონიალი აგვისტოს თვეში კალიფორნიის სანაპიროზე, ბიგ-სიურში გაიმართება. ქორწილი მოკრძალებული იქნება და მხოლოდ 60 სტუმარს, ოჯახის ახლობლებს, მეგობრებსა და ნათესავებს მიიღებს.
„ბიგ-სიური ნატალის, ერთ-ერთი, ყველაზე საყვარელი ადგილია. მას ძალიან უყვარს იქ დასვენება და დროსი მშვიდად გატარება“-ამბობენ ნატალის მეგობრები. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში, ისაა, რომ ნატალი ამ განსაკუთრებული დღისთვის ახალი კაბის ყიდვასაც არ აპირებს.
ნატალი და ბენჯამენი ერთმანეთს „შავი გედის“ გადაღებებზე შეხვდნენ. მათი ურთიერთობა 2010 წლის დასაწყისში განვითარდა. „ოსკარის“ მფლობელმა მსახიობმა 2010 წლის დეკემბრის ბოლოს საზოგადოებას თავისი ორსულობისა და ნიშნობის შესახებ ერთად აცნობა. წყვილს ვაჟი 2011 წლის აპრილში შეეძინა, რომელსაც ალეფ პორტმან-მილპედი დაარქვეს.