[ბანკები და ფინანსები. ლევან მარტაძე]
რამდენიმე დღის წინ "ფეისბუკში" ჟურნალ ტაბულას ავტორები, მათი იდეური ძმის მიხეილ თავხელიძის ერთ-ერთ სტატიას განიხილავდნენ. ბევრი ისაუბრეს, შევარდნაძეც ახსენეს, კახა თარგამაძეც და რუსეთის ჯაშუშებიც. მერე სიგარეტი მოწიეს და კიდევ ისაუბრეს, ამჯერად ტერმინ "ელიტურ კორუფციას" დასცინეს, . . ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ "ელიტური კორუფცია" არ არსებობს, . .
"ლუკოილს" მარკეტინგულ და დისტრიბუტორულ მომსახურებას შპს "უნიგრუპი" უწევს. კომპანიას გააჩნია კლიენტებთან მომსახურების მოქნილი სისტემა და პროფესიონალი კადრები", - ეს ინფორმაცია ქართული ნავთობპროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის კომპანია "ლუკოილის" ვებ-გვერდზეა განთავსებული. თუ "უნიგრუპი" განსაზღვრავს საქართველოში "ლუკოილის" გაყიდვების სტრატეგიას და ახორციელებს შიდა დისტრიბუციას, მაშინ გამოდის რომ საქართველოში "ლუკოილის" საქმიანობას კომპანია "უნიგრუპი" მართავს.
"უნიგრუპი" 2005 წელს დარეგისტრირებული შპს-ა. იურიდიულ მისამართად ის შენობა აქვს მითითებული, რომელიც საზოგადოებას "ლუკოილის" სათაო ოფისი ჰგონია.
საკვირველია, რომ კომპანიას, რომელიც `ლუკოილის~ დარი კომპანიის გაყიდვების სტრატეგიას და დისტრიბუციას განსაზღვრავს, ვებ-გვერდი არ აქვს. ვებ-გვერდის გარეშე მარკეტინგული და სადისტრიბუციო კომპანიის საქმიანობა, ნორმალურ სიტუაციაში, წარმოუდგენელია. თანამედროვე პირობებში, როგორ უნდა გაყიდო პროდუქტი, თუ ვებ-გვერდი არ გაქვს?!
არა და, `უნიგრუპი~ საკმაოდ წარმატებული კომპანიაა, განსაკუთრებული მიღწევები მას სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობაში აქვს. ბოლო პერიოდში გამოცხადებული თითქმის ყველა სახელმწიფო ტენდერი, რომელიც საწვავის შესყიდვას გულისხმობს, `უნიგრუპს~ აქვს მოგებული. ანუ, `უნიგრუპი~ ყიდის `ლუკოილის~ მიერ იმპორტირებულ საწვავს.
`უნიგრუპს~ განსაკუთრებით სოლიდური კონტრაქტები აქვს ისეთ სამინისტროებთან, რომლებიც დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარენ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, თავდაცვის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პირველი დიდი რაოდენობით საწვავს თავად მოიხმარს, მეორეს კი საწვავი სხვადასხვა პროგრამების გატარებისას ესაჭიროება.
საინტერესოა, როგორ იგებს კომპანია სამთავრობო ტენდერებს, რომელსაც ვებ-გვერდიც კი არ აქვს. ან კიდევ, როგორ უგებს სხვა კომპანიებს სატენდერო შეთავაზებებით, როდესაც, მას თავადაც კი არ შემოაქვს საწვავი. ის უბრალოდ სხვის საწვავს ყიდის. ანუ გარკვეულ საკომისიოს იტოვებს. ეს საკომისიო საწვავს, ბუნებრივია, აძვირებს, ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ძირითად ნავთობიმპორტიორს უკეთესი შეთავაზების გაკეთება შეუძლია, ვიდრე `უნიგრუპს~.
ამ უცნაურობებს, ძალიან მარტივად გასაგებს ხდის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. 2011 წლის 20 ივნისის მონაცემებით, `უნიგრუპის~ 50%-იანი წილის მფლობელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია, . . დიახ, ოფიციალურად არის დავით კეზერაშვილი `უნიგრუპის~ მფლობელი!
არაოფიციალურად კი კეზერაშვილის სახელს უკავშირებენ საწვავის ბაზარზე ახლადგამოჩენილ `გალფს~. ამ ბრენდს საქართველოში შპს `სან პეტროლეუმ ჯორჯია~ მართავს. ეს კომპანია 2010 წლის 26 ნოემბერსაა დარეგისტრირებული. თავდაპირველად, ის შპს `კობათედ ჰოლდინგსის~ მფლობელობაში იყო, კომპანია ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. ბრიტანეთის განმგებლობაში არსებული ეს ტერიტორია ობშორია. ობშორში დარეგისტრირებულ კომპანიებს, როგორც წესი, კაპიტალის წარმომავლობის დასაბუთება არ სჭირდებათ, ასევე საიდუმლოა ინფორმაცია მათი მფლობელების შესახებ.
თუმცა, `სან პეტროლეუმ ჯორჯიამ~ მფლობელი მალე შეიცვალა და დღეს იგი აშშ-ში დარეგისტრირებული კომპანია ენერგ ინვესტმენტ ვენტურე ჰოლდინგს-ის მფლობელობაშია. თუმცა, ამ სახელწოდებით არსებული კომპანია ინტერნეტში არ მოიძებნა. ანუ, კომპანიას, რომელიც საქართველოში ამხელა ინვესტიციას დებს ვებ-გვერდი არ აქვს. (საინტერესოა!) შესაბამისად, მიუწვდომელია ყველანაირი ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ. რეალურად, ვისია `გალფი~, გაურკვეველია.
გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ `გალფმა~ უკვე ქართული ბაზრის სამი სერიოზული მოთამაშე შეითავსა. `მაგნატის~, `სენტას~ და `ეკოს~ აბრები უკვე `გალფმა~ ჩაანაცვლა. თუმცა, რეალურად ახალი არაფერი შექმნილა.
არა და, იყო მოლოდინი, რომ ქართულ ბაზარზე სერიოზული ბრენდის შემოსვლა ბაზარზე კონკურენციას გაამწვავებდა. თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა, სახელგანთქმული `გალფი~ ზუსტად იგივე ფასებით ოპერირებს, როგორც ბაზრის სხვა მონაწილეები.
`ბანკები და ფინანსებისთვის~ ცნობილი გახდა ისიც, რომ `გალფის~ მესვეურებმა, პრაქტიკულად `აახიეს~ ბიზნესი `სენტას~ მეპატრონეს და დღეს ის უკვე `გალფის~ ქსელში არსებულ მხოლოდ 5-მდე ბენზინგასამართ სადგურს ინარჩუნებს. ასევე საინტერესოა, იდეაში ბერძნული ქსელის `ეკოს~ გადაბარება. როგორ მოახერხა ევროპაში ცნობილი ქსელისგან, დაფუძნებიდან რამდენიმე კვირაში `სან პეტროლეუმ ჯორჯიამ~ მთელი ქართული აქტივების გამოსყიდვა?!
ერთი სიტყვით, `გალფი~ ქართულად თამაშობს. `ქართულია~ მისი ბაზარზე ოპერირების მეთოდები და `ქართულია~ მისი მფლობელების შესახებ არსებული ბუნდოვანება. სწორედ ამ ბუნდოვანებაში იმალება ისეთი დეტალები, როგორიც `უნიგრუპის~ მიერ სამთავრობო ტენდერების მოგებას განაპირობებს.