ღვინის მწარმოებელთა პროგნოზით, წელს ყურძენი შარშანდელზე იაფად გაიყიდება

ღვინის მწარმოებელთა პროგნოზით, წელს ყურძენი შარშანდელზე იაფად გაიყიდება

[ბანკები და ფინანსები]

ღვინის მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ წელს ყურძენის ჩასაბარებელი ფასი 40 თეთრს არ გადააჭარბებს. თუმცა როგორი იქნება, რთველის დაწყების შემდეგ ბაზარზე ყურძნის ფასი, ამის ზუსტი განსაზღვრა კომპანიებს უჭირთ.

შარშან, რთველის დასაწყისში ბაზარზე თეთრი ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 1 კილოგრამზე 60 -65 თეთრი დაფიქსირდა, რაც ვფიქრობთ, არაადეკვატური და აჟიოტაჟური ფასი იყო. მიზეზად ყურძნის დაბალი მოსავალი დასახელდა, თუმცა ქარხნებმა მაინც ვერ ჩაიბარეს ამ ფასად ყურძენი და საბოლოოდ ყურძენი გაუსაღებელი დარჩა. წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარგ მოსავალს ელიან, ამიტომ ბაზარზე ყურძნის ნაკლებობა არ იქნება. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ფასიც 35-40 თეთრის ფარგლებში დაფიქსირდება” - განაცხადა ~თბილღვინოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა.

კომპანია წელს 2000 - 2200 ტონა ყურძნის ჩაბარებას გეგმავს. ზურაბ მარგველეშივლი აცხადებს, რომ კომპანია საბოლოოდ არჩევანს ფასის და ხარისხის მიხედვით გააკეთებს.

გასული წლების მსგავსად, რთველი წელსაც სუბსიდირებული იქნება. ჩაბარებულ 1 კგ. თეთრ ყურძენზე მთავრობა დამატებით 15 თეთრს გადაიხდის, საფერავზე კი, სუბსიდიის ოდენობა კილოგრამზე 25 თეთრით განისაზღვრა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი წელიწადი უხვმოსავლიანია და წინასწარი პროგნოზით, 120 ათას ტონას შეადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ~საქსტატის” მონაცემებით, ყურძნის მოსავალმა გასულ წელსაც 120 ათასი ტონა შეადგინა.