ბრეივიკიდან „დაშნაკცუთუნამდე“

ბრეივიკიდან „დაშნაკცუთუნამდე“

[მარიამ ლოლაშვილი]

ნორვეგიის პოლიციამ, რომელმაც ტერორისტის შეჩერება დროულად ვერ შეძლო, სულ ახლახანს აღიარა, რომ შეცდომები მართლაც დაუშვა. ამ აღიარებამდე ნორვეგიელმა სამართლადამცავებმა კრიტიკის ქარცეცხლი გამოიარეს, რადგან თანამოქალაქეები მათ პასიურობის გამო საყვედურობდნენ.

ორი დღის წინ ოსლოს ქალაქის პოლიცის ხელმძღვანელობამ ღიად დააფიქსირა, რომ მათმა თანამშრომლებმა ძალიან გრძელი გზა აირჩიეს ტრაგედიის ადგილთან– კუნძულ უტოიასთან მისაახლოებლად. პოლიციელებმა არც ის გამორიცხეს, რომ, შესაძლოა, სწორედ მათი შეცდომა გახდა მიზეზი, რამაც თავდამსხმელს, ანდერს ბრეივიკს გაცილებით მეტი ადამიანის მოკვლის საშუალება მისცა.

უფრო მეტიც, ნორვეგიელი პოლიციელების არაოპერატიულობის გამო ბრეივიკმა მთელი კუნძული შემოირბინა დაჭრილებისა და გაქცეულების მოსაძებნად. ამ დროს კი მისი აყვანა პოლიციელებს არ გასჭირვებიათ, დამნაშავე მათ კუნძულზე გამოჩენისთანავე ჩაბარდა, თანაც პირველი სიტყვა, რაც სპეცრაზმის წევრებს უთხრა, ასე ჟღერდა: „მე დავამთავრე!“ ამ სიტყვებთან ერთად ბრეივიკმა იარაღი დადო. მისი ასეთი ქმედებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი პოლიციელებს ელოდა და მათი დროულად გამოჩენის შემთხვევაში, მსხვერპლთა რიცხვი ასეთი კოლოსალური არ იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის ანდერს ბრეივიკის ტერორისტულ ორგანიზაციაში, მისივე მტკიცებით, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები შედიოდნენ. როგორც 1news.az-ი აღნიშნავს, ბრეივიკის მანიფესტაციის მიხედვით, სახელწოდებით „2083: ევროპის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ მისი ორგანიზაციის „ტამპლიერ რაინდთა“ (შუა საუკუნეებში ტამპლიერ რაინდთა ორდენი დააარსეს ფრანგმა რაინდებმა) წევრებად ითვლებოდნენ მთელი ევროპის წარმომადგენლები, ასევე, სომხები და ლიბანელები. გამოცემის თანახმად, ბრეივიკი არც მალავდა, რომ ბევრი რამ საერთაშორისო ტერორისტებისგან ისწავლა, ამდენად, სომხებისადმი მისი ლტოლვა გასაგებია,“ – მიიჩნევს გამოცემა.

ამასთან, 1news.az-ი აღნიშნავს, რომ სომხური ტერორიზმი უკვე 100 წელია არსებობს. ჯერ კიდევ 1885 წელს შეიქმნა „არმენაკანის“ პარტია, რასაც მოჰყვა „გნჩაკი“ და „დაშნაკცუთუნი“, რომელთა მიზანიც „დიადი სომხეთის“ შექმნაა.    

გამოცემის ცნობით, „არმენაკანის“ პარტიამ ტერორისტული აქტები მოაწყო თურქეთის ოლქებში, როგორიცაა ვანი, მუში, ბიტლისი, ტრაპზონი, სტამბული.

ჟენევაში 1887 წელს შექმილი „გნჩაკის“ პარტიის პროგრამაში კი პირდაპირ ყოფილა მითითებული, რომ ისინი „აგიტაცია-პროპგანდის გარდა, მიზნის მისაღწევად ტერორიზმსა და მოწინააღმდეგის განადგურებასაც მიმართავდნენ.“
რაც შეეხება 1890 წელს თბილისში შექმნილ „დაშნაკცუთუნს“ („სომხეთის რევოლუციური ფედერაციული პარტია“), მისი მიზანი იყო, „დიადი სომხეთი“ შეექმნათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (მთიან ყარაბახსა და ნახჩევანში), ასევე, თურქეთის მიწაზე.

სწორედ ამის გამო 1892 წელს თბილისში გამართულ „დაშნაკცუთუნის“ პირველ სხდომაზე  სომხებმა თურქებზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღეს. ზუსტად ამ სხდომის შემდეგ გაჩნდა „დაშნაკების“ დევიზი: მოკალი ქურთი და თურქი ნებისმიერ ადგილსა და ნებისმიერ პირობებში. შური იძიე სომხების გამცემებზე!

გამოცემის თანახმად, „დაშნაკების“ მისია მხოლოდ ცარიელი სიტყვებით არ ამოწურულა და მათ ტერორისტული აქტების მიზნით რამდენიმე ჯგუფიც ჩამოაყალიბეს, რაც წლების მანძილზე ვითარდებოდა. მაგალითად, 1973 წელს შექმნილმა ჯგუფმა, სახელწოდებით „სომხური გენოციდის გამო შურისმაძიებლები“ 1980-82 წლებში თურქი დიპლომატები სიცოცხლეს გამოასალმა ავსტრიაში, დანიაში, პორტუგალიაში.

აზერბაიჯანულ გამოცემას ზემოთჩამოთვლილ ფაქტებს გარდა, სხვადასხვა წლებში შექმნილი სომხური საიდუმლო ტერორისტული ჯგუფებისა და მათ მიერ  განხორციელებული ტერორისტული ქმედებებიც მოჰყავს.

რაც შეეხება ნორვეგიელ ტერორისტს, უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ მის ადვოკატს სურდა, საქმე ნორვეგიელი ტერორისტის შეურაცხადობის ნიშნით წარმართულიყო, რაც მას ციხის სასჯელს ააცილებდა და ფსიქატრიულში იძულებით მკურნალობას დაუქვემდებარებდა. თუმცა ნორვეგიის სასამართლო მედიცინის საბჭოს ხელმძღვანელი ტარეი რიგნესტადი Associated Press-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დამნაშავის შეურაცხადობას გამორიცხავს. 

„ის, თუ ანდერს ბრეივიკი როგორ ემზადებოდა დანაშაულისთვის, მეთოდურად სწავლობდა და ეძიებდა მასალებს, დეტალებს საიდუმლოდ ინახავდა, რათა არ გაეშიფრათ, ყველაფერი ეს ეწინააღმდეგება ფსიქოზის ნიშნებს. ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმა ისე სკრუპულოზურად დაგეგმა და შეასრულა, რომ ძნელია დაამტკიცო, თითქოს ამის განმახორციელებელი შეურაცხადია“.

ამდენად, ნორვეგიის სასამართლო მედიცინის საბჭოს ხელმძღვანელი გამორიცხავს, რომ ბრეივიკი შეურაცხადად ცნონ. 

დოქტორ რიგნესტადის თქმით, როგორც წესი, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს მხოლოდ მარტივი ამოცანების შესრულება ძალუძს და ოსლოს ცენტრიდან ქალაქის ჩრდილო-დასავლთით მდებარე ტბამდე მისვლაც კი გაუჭირდებოდა.

იმ ფონზე, როცა ნორვეგიელი ტერორისტის სამიზნე ყველაზე პატარა, 14 წლის ბიჭიც გახდა, ბრეივიკი მაინც ცინიკურად ირწმუნებოდა, რომ სულ მცირე, სამი ბავშვის სიცოცხლე დაინდო, რომელთა ასაკიც ათ-თერთმეტ წელს არ აღემატებოდა. ტერორისტის თქმით, იგი ბავშვების მოკვლის აზრს ვერ ხედავდა, რადგან მათთვის „ტვინის გამორეცხვა“ ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს. ამიტომ თურმე ტერორისტული აქტის ჩადენისას ბავშვებს დიდსულოვნად აუარა გვერდი.

„ეს მორალური საკითხი არაა. უბრალოდ, ეს ბავშვები არ იყვნენ საკმარისად მოზრდილები, რათა შეეწოვათ ლეიბორისტული აზრები“, –აცხადებდა ბრეივიკის ადვოკატი.   

სამაგიეროდ, ბრეივიკი სულიერ ნათესაობას გრძნობდა რუსეთის პრემიერთან. როგორც მისი მანიფესტიდან ირკვევა, „ვლადიმერ პუტინის ძლიერი პიროვნება მას მაგნიტივით იზიდავდა“.

„როგორც ჩანს, პუტინი სამართლიანი და გადაწყვეტილების მიმღები ლიდერია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს... არ ვისურვებდი, მისი მტერი გავმხდარიყავი“, წერდა ბრეივიკი.