[ბანკები და ფინანსები]
რას ნიშნავს ეს? ჩვენი საბანკო სექტორის სისუსტესა და ბიზნეს-გარემოს ნაკლებად მიმზიდველობას ხო არა?
„სამწუხაროდ, ბრიტანული საბანკო ჯგუფი ქართულ ბაზარზე სრულფასოვნად არც შემოსულა. მას მხოლოდ კორპორაციული კლიენტები ჰყავს და აქტიურობით არ გამოირჩევა" -ასეთ კომენტარს აკეთებს „HSBC ბანკი საქართველოს" ქართული ბაზრიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე CFS საინვესტიციო ბანკის მმართველი დირექტორი ლევან სურგულაძე.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა საბანკო ჯგუფმა HSBC-ი მიმდინარე შემცირებების შესახებ პირველ აგვისტოს განაცხადა. ბანკი ოპტიმიზაციის შედეგად 2013 წლის ბოლომდე 25 ათასი სამუშო ადგილის გაუქმებასა და 20 ქვეყანაში საქმიანობის შეწყვეტას გეგმავს.
„HSBC ბანკი საქართველოს" დირექტორმა გაი ლუისმა, კი GBC-ის განუცხადა, რომ ბანკის საქართველოში ოპერირების გაგრძელების, ან შეწყვეტის თემაზე კომენტარის გასაკეთებლად უფლებამოსილი არ არის.
„ბანკი გავრცელებულ ჭორებზე კომენტარს არ აკეთებს. სათაო ოფისი ოპერირების შეზღუდვას გეგმავს რიგ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, რუსეთში, პოლონეთში. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს, მათი კომენტირებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა ლუისმა.
2011 წლის პირველი ივლისისთვის 19 კომერციულ ბანკს შორის აქტივების მიხედვით „HSBC ბანკი საქართველო" მეათე ადგილზეა და აქტივების მოცულობა 315 872 000 ლარს შეადგენს, ხოლო პირველი კვარტლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 355 945 000 ლარი იყო.
„HSBC ბანკი - საქართველომ" ოპერირება 2008 წელს დაიწყო. ბანკი თავდაპირველად ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ერთდროულად ემსახურებოდა, თუმცა რამდენიმე ხანში ფიზიკური პირების მომსახურება შეწყვიტა. საქართველოში მხოლოდ 2 ოფისითაა წარმოდგენილი