თავისუფალი დემოკრატების ლიდერი განაგძობს შეხვედრებს რეგიონებში. ირაკლი ალასანია დღეს სენაკელებს და ამ რაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. „სენაკელებს სურთ მუშაობა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არა თუ ქმნის სამუშაო ადგილებს, არამედ პირიქით საშუალო და მცირე ბიზნესზე ზეწოლით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა მოქაქლეებმა სამსახურის პოვნა ვერ შეძლონ.
ხელისუფლებას შვიდი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩვენს სოფელს, ჩვენს გლეხს ასე უჭირს. ნაციონალური მოძრაობა კვლავ აგრძლებს დევნილების დაყოფას შევარდნაძის დროინელებად და აგვისტოს ომის დევნილებად, რაც ცინიკური და დაუშვებელია.
თავისუფალი დემოკრატები ვეცნობით პრობლემებს ადგილზე და ვაცნობთ ჩვენს პროგრამებს, თუ როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის განვითარება, უმუშვრობის დაძლევა და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება როდესაც მოხდება ნაციონალური მოძრაობის შეცვლა არჩვენების გზით“. - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სენაკელებთან შეხვედრის შემდეგ.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი დღესვე სენაკის რაიონის სოფლების მენჯისა და თეკლათის მცხოვრებლებს შეხვდება.