[La Repubblica
ვიტორიო ზუკონი]
„ბარაქ ობამას მმართველობის პერიოდში მოხდა ის, რის შესახებაც არავის წარმოდგენა
არ შეეძლო: „ბარბაროსებმა“ სარეიტინგო სააგენტოდან Standard & Poor´s შეამცირეს ნდობა ამერიკული საკრედიტო დოკუმენტებისა“, – წერს ვიტორიო ზუკონი სტატიაში
რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში La
Repubblica.
„დადგა D-Day უკუღმა. ეს არ არის დეფოლტი, არ არის ბანკროტობა, მით უმეტეს არ არის აპოკალიფსისი, რომლის ასე ეშინოდათ და მის დადგომაზე ბევრს საუბრობდნენ. 1837 წლის შემდეგ, რაც დოლარი გახდა ყოვლისშემძლე, ამერიკას არასდროს განუცდია ასეთი პოლიტიკური დამცირება. იგი გამოიწვია აშშ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის „რბილმა და შხამიანმა“ დაქვეითებამ“, – წერს გამოცემა.
„დაწყებული 1944 წლიდან, თუ მოგზაურს ჯიბეში ჰქონდა დოლარები, ნაღდი ან ლეგენდარული traveler's cheque, ეს საკმარისი იყო,– მან იცოდა, რომ ყველგან მას პატივს ცემენ და მიიღებენ სიხარულითა და ენთუზიაზმით: დოლარისადმი ნდობა გახლდათ აბსოლუტური“, – წერს ავტორი.
„და ახლა, ერთ დაწყევლილ ზაფხულს, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად ატყდება ხოლმე თავს მსოფლიოს“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი, – „ყოვლისშემძლე დოლარი ტახტიდან ჩამოაგდეს ამერიკული საერო ეკლესიის პირველი შავი პაპის, ბარაქ ობამას მერყევი პონტიფიკატის პერიოდში. დავუშვათ ეს მხოლოდ პატარა გადახრაა, მხოლოდ ნახევარი პუნქტით და შედეგებიც შეიძლება მოკრძალებული იყოს, მითუმეტეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მხოლოდ სააგენტო Standard & Poor´s–ის მიერ, რომელიც აფასებს სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებისა და ვალების მდგომარეობას, მაგრამ დღეს, ამ სიტუაციაში, შეიძლება დოლარი დარჩეს ყოვლისშემძლე ვალუტად“?
„იმპერიების აღზევებისა და დაცემის ისტორიებში, იმ ვალუტის მიმართ დაბალი ნდობა, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, დაწყებული სესტერციებიდან ტალერებამდე, ფრანკიდან ფუნტი სტერლინგამდე, ყოველთვის იყო ეპოქის დამთავრების სიმპტომი. პირველი მიზეზი ასეთი დაქვეითებისა ყოველთვის გახლდათ ომები და მმართველი პოლიტიკური კლასების გადაგვარება. და აი უღირსი სპექტაკლი, რომელიც გათამაშებული იქნა, ჯერ თეთრი სახლის, შემდეგ პარლამენტის მიერ, გახდა რა უმცირესობის მძევალი, რომელიც ეფუძნება ანტისახელმწიფო და ანტიობამასეულ იდეოლოგიას, საფუძველად დაედო Standard & Poor´s გადაწყვეტილებას ღმერთი–დოლარის დამხობის შესახებ. საუბარი არ ეხება მწვანე ბანკნოტის ნდობის დაკარგვას, უნდობლობას იმსახურებს პოლიტიკური კლასი, რომელიც მართავს და ბეჭდავს მას“,– წერს სტატიის ავტორი.
„ჯერ ჯერობით გაუგებარია ვინ მოიგებს დოლარის დაცემიდან ანემიური ევროს ფონზე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ „ჩაის სმის“ პარტიის ფანატიკურმა უმცირესობამ გადაწყვიტა მოიპოვოს პოლიტიკური გამარჯვება თავის ზომიერ ერთპარტიელებზე, რესპუბლიკური პარტიიდან და საზიზღარ „უზურპატორ“ ბარაქ ობამაზე. მათ იცოდნენ და ახლაც შეუძლიათ თვალნათლივ დაინახონ შედეგი : მმართველი რომ „დაეჭრათ“, მათ ამერიკას დაარტყეს. მეფის მკვლელობა ემსგავსება ნაციის თვითმკვლელობას. იმპერიის მზის ჩასვენება, როგორც წესი იწყება თვითონ მის წიაღში“,– რეზიუმეს აკეთებს ავტორი.