Apple თვალს ხუჭავს საქართველოში მისი სავაჭრო მარკის უკანონო გამოყენებაზე?

Apple თვალს ხუჭავს საქართველოში მისი სავაჭრო მარკის უკანონო გამოყენებაზე?

[Eurasianet.org მოლი კორსო]

ელექტრონული პროდუქციის მწარმოებელმა კორპორაცია Apple Computer-მა აღმოაჩინა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო სამოთხეა იმ პროდუქციით მოვაჭრეთათვის, რომლებიც მსოფლიოში ცნობილი მარკის პროდუქციის ასლებს იყენებენ. ზოგიერთი ქართველი ექსპერტის აზრით კი, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ, თბილისელი „შავი“ დილერების საქმიანობა კორპორაცია Apple-სთვის სასარგებლოა, რადგან ბრენდის ცნობადობას ზრდის.

კორპორაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოში პროდუქცია Apple-ის მხოლოდ სამი ავტორიზებული დილერია და iPhone-ის ე.წ. „სმარტფონის“ არცერთი ავტორიზებული გამყიდველი.

ასეთი დილერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია სავაჭრო ქსელი iPhone +, რომლის ქსელშიც ზაფხულის ბოლოს თბილისში მეექვსე სავაჭრო პუნქტის გახსნა იგეგემება. ახლახანს ქსელის ცენტრალურ მაღაზიაში, რომელიც თბილისის ვაკის რაიონში მდებარეობს, ერთ-ერთ სამუშაო დღეს Applе-ის ფირმის შეფუთულ პროდუქციას უამრავი მყიდველი ათვალიერებდა, ცისფერ მაისურებში გამოწყობილი მაღაზიის თანამშრომლები კი თაროებზე iPhone-ის „სმართფონებს“ და iPod -ის მედიასაკრავებს აწყობდნენ და მომხმარებლებს ტექნიკურ დეტალებს უხსნიდნენ.

მაღაზია iPhone+-ის ხელმძღვანელის გიორგი წიკლაურის თქმით, კომპანიას Apple-სგან ლიცენზიის მიღება და ავტორიზებული დილერის სტატუსის მიღება სურდა, მაგრამ კალიფორნიულმა კომპანია Cupertino-მ მათ მიმართვას არ უპასუხა. შედეგად კომპანია iPhone+-მა პრობლემის მოგვარება თავად გადაწყვიტა და 2009 წელს პირველი მაღაზია გახსნა, გვიამბობს გიორგი წიკლაური. ისევე როგორც ფირმა Apple-ის პროდუქციის სხვა ცალკეული გამყიდვლები, კომპანია აცხადებს, რომ ლიცენზირებული დილერებისგან შეძენილ ნამდვილ პროდუქციას ყიდის. თუმცა სხვაობა ის არის, რომ პროდუქციაზე რომელსაც ისინი ყიდიან, გარანტია არ ვრცელდება.

Apple-ის წარმომადგენლებმა EurasiaNet.org-ის არაერთგზის თხოვნას კომენტარი გაეკეთებინათ თბილისში კომპანიის პროდუქციის არალიცენზირებული გაყიდვის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე, უარით უპასუხეს.

Apple-ის კიდევ ერთი საბითუმო მაღაზიის iPhones.ge-ს დირექტორის აკა ხუხაშვილის თქმით, ქართველ მომხმარებელს უკვე ფასი და მომსახურებაც კი აღარ აინტერესებს, არათუ სავაჭრო ნიშანზე უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები. „ჩვენთვის მთავარია APPLE-ის მარკით წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია“, – დასძენს იგი ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ინტერვიუში.

კორპორაცია Apple-ის ოფიციალური გამყიდვლებისთვის, როგორიცაა „GO! Electronics“, დილერები ფინანსური თვალსაზრისით სერიოზული საფრთხეა. მაგალითად, მაღაზია „GO! Electronics“-ის გენერალური მენეჯერის ჯეიმს სალვატორეს თქმით, ისინი ჯერ-ჯერობით ვერ ყიდიან iPad-ის ინტერნეტ-პლანშეტებს, რადგან კომპანიას რეგიონში ეს მოდელი ქსელში ჯერ არ ჩაუშვია, მაშინ როდესაც „შავ“ ბაზარზე მოღვაწე მათი კონკურენტები, მსგავსი ვალდებულებებით შეზღუდულები არ არიან.

ფასები, როგორც ჩანს ნაკლები პრობლემაა. „GO! Electronics“-ის მაღაზიებში iPod Classic-ის მოდელი 160 გბ-იანი მაგარი დისკით 550 ლარი ღირს (დაახლოებით 331,39 დოლარი), რაც 5 დოლარით (დაახლოებით 3,01 დოლარი) მეტია iPhone+-ის ქსელის მაღაზიების ფასზე. შედარებისთვის: იგივე მოდელიო Apple-ის ინტერნეტ-მაღაზიაში 249 დოლარი ღირს.

საქრთველოს დაუდევარი დამოკიდებულება სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მიმართ, მხოლოდ Apple-ის პროდუქციით არ შემოიფარგლება. ქართულ ბაზარზე ნამდვილ პროდუქციასთან ერთად უამრავი ყალბი პროდუქტიც იყიდება – „სიმფსონები“-ს DVD დისკებით დაწყებული, Schweppes-ის ტონიკით დამთავრებული, თანაც ამ ბრენდების გამოყენებაზე უფლების ქონა არავის დიდად არ აღელვებს.

ანალოგიურად, ყველა სამთავრობო შენობის წინ ევროკავშირის დროშა ფრიალებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სავაჭრო ნიშნებთან დაკავშირებული კანონებისადმი საკმაოდ უდიერი დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ტრადიციული ქართული კერძის (ხაჭაპური და ყველი „სულგუნი“) საერთაშორისო სავაჭრო ნიშნით დაცვის მიზნით, გარკვეული ნაბიჯები გადადგა.

ბოლო პერიოდში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ქართული კანონმდებლობის გამკაცრებისკენ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, „მუსიკა, კინო, პროგრამული უზრუნველყოფა, ის სფეროებია, რომლებსაც საავტორო და შერეული უფლებების დაცვა ესაჭიროებათ, მაგრამ დღემდე ყველა ამ სფეროში პირატობის მაღალი დონეა, რაც ქართულ ბაზარზე ამ სეგმენტების წარმატების უნარს ანგრევს“, – აღნიშნავს ვაშინგტონში ორგანიზაცია Global Intellectual Property Strategy Center-ის ინტელექტუალური საკუთრების საკითხების სპეციალისტი ტიმოთი ტრეინერი.

პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკელ მწარმოებელთა ჯგუფის Business Software Alliance и IDC Global Software-ის მიერ მომზადებულ 2009 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მოხმარებული პროგრამული უზრუნველყოფის 95% პირატულია.

ტიმოთი ტრეინერის თქმით „დიდი იმედგაცრუება“ ელით იმ სავაჭრო ნიშნის მქონე კომპანიებსაც, რომლებიც თავიანთი საკუთრების დაცვას ცდილობენ. სავაჭრო ნიშნებთან დაკავშირებული უფლებების დარღვევასთან ბრძოლისთვის (მაგალითად Apple-ის ლოგოტიპის გამოყენება შესაბამისი უფლების გარეშე) ესა თუ ის სავაჭრო ნიშანი იმ კონკრეტულ ქვეყანაში დარეგისტრირებული უნდა იყოს. ბევრი მრავალნაციონალური კომპანია თავის სავაჭრო ნიშანს ყველა ქვეყანაში არ არეგისტრირებს, აღნიშნავს ექსპერტი.

„ჩვეულებრივ, სავაჭრო ნიშნის მფლობელები საკუთარი უფლებების დაცვას იმ ქვეყნებში ცდილობენ, სადაც მათი ნიშნები დარეგისტრირებული იყო“, – ამბობს იგი.

iPhone+-ის წარმომადგენელი გიორგი წიკლაური ამტკიცებს, რომ მისი მაღაზია პროდუქციას კომანია Apple-სგან იძენს და ამერიკული კომპანია არაფერს კარგავს იმით, რომ მათი სავაჭრო ობიექტები Apple-ის ლოგიტიპს იყენებენ. თუმცა მაღაზიას მაინც უნდა, რომ კომპანიის ავტორიზებული დილერი გახდეს, დასძენს იგი.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია Mac Users Group-ის ხელმძღვანელი (ეს კლუბი საქართველოში Apple-ის პროდუქციის თაყვანისმცემლებს აერთიანებს) დიმიტრი გოდელია ამტკიცებს, რომ „შავი“ დილერები კომპანიის სასარგებლოდ მუშაობენ, რადგან ქართველ მომხმარებლებში მისი პროდუქციის პოპულარიზაციას ეწევიან.

მისი თქმით, კომპანია Apple-მა ქართველ პროგრამისტებს iPhone-სთვის დანართებისა და ქართული კლავიატურის გაკეთების ნება დართო. მათი გამოცემა სექტემბრისთვის იგეგმება. კომპანიამ EurasiaNet.org-ის თხოვნას დაედასტურებინა ეს ინფორმაცია, არ უპასუხა.

რაც შეეხება iPod-ის მედიასაკრავებს, დიმიტრი გოდელიას შეფასებით, ქვეყანაში დაახლოებით 15-დან 20 ათასამდე iPod-ის მომხმარებელია.

Apple-ის პროდუქციის პოპულარობასთან ერთად ქვეყანაში „შავ“ დილერებზე მოთხოვნაც იზრდება. ვებ-გვერდ Social Baker-ის მონაცემებით, Facebook -ის ქსელში iPhone+ პოპულარობით საქართველოში მეხუთე ჯგუფია. მისი დამთვალიერებლების რიცხვი 73832 აღწევს.

თუმცა მაღაზია „GO! Electronics“-ის გენერალურ მენეჯერ ჯეიმს სალვატორეს მიაჩნია, რომ ასეთი მაღაზიები მომხმარებლის დეზინფორმირებას ეწევა. „შავ“ იმპროტში უკანონო არაფერია“, – აღიარებს ის, „თუმცა სხვა კომპნაიის მიერ თანხმობის გარეშე დარეგისტრირებული სავაჭრო მარკის გამოყენება, უკვე დარღვევაა. ხოლო ამ სავაჭრო მარკის გამოყენება მომხმარებლების მოტყუებით და ავთენტურობის ილუზიის შექმნით, არაეთიკურია… ნუ წარმოადგენთ თქვენ მაღაზიას როგორც Apple-ს მაღაზიას, თუკი ეს ასე არ არის. არჩევანი მყიდველს დაუტოვეთ“.

foreignpress.ge